ინდივიდუალობა.
უწყვეტი სწავლის სიყვარული.
ადგილობრივი ფესვები და გლობალური აზროვნება
სქაი ინტერნეიშენალ ქინდერგარტენი — ჰოლისტური ადრეული განათლების სივრცე 2-5 წლის ბავშვებისთვის. რეჯიო ემილიას მიდგომით შთაგონებული, ჩვენი სწავლება აერთიანებს კვლევას, თამაშსა და მკაფიო სასწავლო მიზნებს.
გაიხსნება 2026 წლის ნოემბერში
მოგესალმებით
სქაიში ბავშვებს ვაძლევთ სივრცეს, რომ იყვნენ ცნობისმოყვარეები, თავდაჯერებულები და საკუთარი თავის ერთგულები. ჩვენ ვქმნით მზრუნველ ბილინგვურ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი თავისი ტემპით იზრდება, სწავლობს და აღმოაჩენს.
გვჯერა, რომ ბავშვი მკვლევარია, გარემო — მასწავლებელი, ხოლო სწავლა — უწყვეტი აღმოჩენის პროცესი.

რატომ ირჩევენ სქაის?

გამოცდილი პროფესიონალები
ჩვენი გამოცდილი და მზრუნველი მასწავლებლები ბავშვებს ყოველდღიუ რად ეხმარებიან სწავლაში, აღმოჩენასა და თავდაჯერებულ ზრდაში.

ჰოლისტური სწავლება
ჩვენი პროგრამა ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას თამაშით, კრეატიულობითა და აზრიანი გამოცდილებებით უჭერს მხარს.

უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო
ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ცნობისმოყვარეობას, მეგობრობასა და განვითარებას.
ჩვენი სტატიები









